Just another free Blogger theme

პროექტზე მუშაობდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

понедельник, 21 декабря 2015 г.

ევროპა — აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს.ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი “შვიდეულიდან”. იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის .

რელიეფი – საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური — 4808 მ (მთა მონბლანი). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია — აღმოსავლეთ ევროპის, შუაევროპის, შუადუნაის, ქვემო დუნაის, პარიზის ბასეინი), მთებს უკავია ტერიტორიის 17%. ძირითადი მთიანი მასივებია: ალპები, კარპატები, პირენეები, აპენინები, ურალის მთები, სკანდინავიის მთები, ბალკანეთის მთები. მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.

შიგა წყლები – ევროპის უდიდესი მდინარეებია: ვოლგა, დნეპრი, დონი, დუნაი, ვისლა, პეჩორა, ჩრდილოეთი დვინა, ოდრა, ელბა, რაინი, ლუარა, რონა, ტახო. დიდი ტბებია: ლადოგის, ონეგის, ჩუდის, ვენერნი, ბალატონი, ჟენევის და სხვა.

ბუნებრივი ზონები – არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით — ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ნახევარუდაბნოები.

გეოგრაფიული რეგიონები

ტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად:
1. ჩრდილოეთი ევროპა
2. სამხრეთი ევროპა
3. ცენტრალური ევროპა
4. აღმოსავლეთი ევროპა
5. დასავლეთი ევროპა

ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ”თვალსაზრისის” გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე.წ. ”სახალხო დემოკრატიის” ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია. ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

მოსახლეობა

2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.

ქვეყნები – ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია (2004 წლის შეფასებით, რუსეთისა და თურქეთის გაუთვალისწინებლად): გერმანია — 82 მლნ, საფრანგეთი — 64.5 მლნ, გაერთიანებული სამეფო — 60.5 მლნ, იტალია — 59.5 მლნ, უკრაინა — 48 მლნ, პოლონეთი — 39 მლნ.

ქალაქები – ევროპის უდიდესი ქალაქებია: მოსკოვი — 13,6 მლნ, ლონდონი — 11,8 მლნ, პარიზი — 11,6 მლნ, სტამბოლი- 10,9 მლნ, მადრიდი — 5,6 მლნ, სანკტ-პეტერბურგი 5,6 მლნ, ბერლინი — 4,2 მლნ.

ეთნოსები – ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია: გერმანელები — 90 მლნ, იტალიელები — 66 მლნ, ფრანგები — 48 მლნ, ინგლისელები — 48 მლნ, უკრაინელები — 46 მლნ, პოლონელები — 44 მლნ.

რელიგია – ევროპის ტერიტორიაზე 4 მთავარი რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული. მათგან 23 ქვეყანაში კათოლიკური უმრავლესობაა (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, სამხრეთი გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, …), 10 ქვეყანაში — მართლმადიდებლური (რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო), 9 ქვეყანაში — პროტესტანტული (გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ჩრდილოეთი გერმანია, …), ხოლო 5 ქვეყანაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო).

პოლიტიკური რუკა

ევროპის ტერიტორიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განლაგებულია 49 სუვერენული სახელმწიფო, 2 თვითმმართველი ტერიტორია (ფარერის კუნძულები, ეკუთვნის დანიას, ალანდის კუნძულები, ეკუთვნის ფინეთს) და 1 კოლონია (გიბრალტარი). ეს სახელმწიფოებია:

ავსტრია
აზერბაიჯანი
ალბანეთი
ანდორა
ბელარუსი
ბელგია
ბულგარეთი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
გერმანია
დანია
გაერთიანებული სამეფო
ესპანეთი
ესტონეთი
ვატიკანი
თურქეთი
ირლანდია ისლანდია
იტალია
ლატვია
ლიტვა
ლიხტენშტაინი
ლუქსემბურგი
მალტა
მაკედონია
მოლდოვა
მონაკო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუსეთი
რუმინეთი საბერძნეთი
სან-მარინო
საფრანგეთი
საქართველო
სერბეთი
სლოვაკეთი
სლოვენია
სომხეთი
უკრაინა
უნგრეთი
ფინეთი
ყაზახეთი
შვეიცარია
შვედეთი
ჩერნოგორია
ჩეხეთი
ხორვატია

понедельник, 29 июня 2015 г.

  პროექტის სახელწოდება: ზა ევროპისკენ;
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1 – 2 წინადადებით:  მოსწავლეები უკეთესად  დააკვირდნენ, გაანალიზონ  და შეაფასონ ის გზა, რომელიც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე გაიარა საქართველომ დღემდე;
3.      პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია, რადგან დღემდე მიმდინარეობს მწვავე კამათი იმ კურსის გამო, რომელიც არჩეული აქვს დღევანდელ ხელისუფლებას;
4.      პროექტის მიზნები: პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები; პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას. პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეები შეიძენენ, განივითარებენ ისტ - თან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს და მის გამოყენებას სასწავლო - შემოქმედებით პროცესში;
5.      მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი, IX  კლასი;
6.      ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე;
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ჩანახატები, ფოტოები, ინტერვიუები, კედლის გაზეთი, გამოკითხვების პასუხები, პრეზენტაცია, მოძიებული მასალის ბლოგზე გამოქვეყნება;
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი მასალა: ფურცელი, კალამი, დიქტაფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, დამხმარე ლიტერატურა;
9.      პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):  პროექტის თემისა და იდეის შერჩევის შემდეგ,მოსწავლეებს დავუკონკრეტებ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს. კლასი დაიყოფა ჯგუფებად. პირველი ჯგუფი იმუშავებს საკითხზე:  „რა მნიშვნელობა ჰქონდა ევროპას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორ ეძებდნენ გზას ევროპისკენ სხვადასხვა ეპოქის საქართველოში“.  ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ MS PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციით; მეორე ჯგუფი გაეცნობა სულხან-საბა ორბელიანს, როგორც საქართველოდან ევროპაში წარგზავნილ დესპანს, იმსჯელებენ სულხან- საბას პოლიტიკურ არჩევანზე და შეეცდებიან, დროის გადასახედიდან შეაფასონ იგი. ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ ზეპირი პრეზენტაციით; მესამე ჯგუფი გაეცნობა ამავე თემაზე შექმნილ თანამედროვე მხატვრულ ნაწარმოებებს. დააკვირდებიან, რა საერთო პრობლემები შეინიშნება განსხვავებული ეპოქების ნაწარმოებებში, გაარკვევენ, იმ პრობლემებიდან, რომელიც სულხან- საბა ორბელიანის დროინდელ საქართველოში არსებობდა, რომელმა შეინარჩუნა აქტუალურობა შემდგომ ეპოქაში. ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ წერილობით და მოამზადებენ პრეზენტაციას თემაზე: „საქართველო და ევროპა“; მეოთხე ჯგუფის წევრები  შეაგროვებენ ფოტო მასალას, სოციალური ქსელების საშუალებით გამოკითხავენ თანატოლებს და გაიგებენ მათ აზრს ამ თემაზე . ისინი მოძიებულ - დამუშავებულ მასალებს წარმოადგენენ MS PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციით; დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება: ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო, პრეზენტაციის უნარი;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
11.  პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): რუსუდან გონაშვილი;
12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  rusagonashvili@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://gzaevropisken.blogspot.com/


1.The title of the project: The way towards Europe
2. The main idea (theme) of the project in few words:  Students will observe, analyse and estimate the way Georgia passed during its century-old existence up to now;
3. Actuality of the project: This project is actual because there is discussion up to this date around the course chosen by today’s authority;
4. Aims of the project:   In the process of work students will improve the abilities such as – collaboration, clearly form their own opinion and make decisions; the project helps students to improve their creative and presentational capacities;  in the process of work the students will acquire  ability how to work with the use of  ICT;
5. The age of participants:  15-16, IX class;
6. Duration:  one- month;
7. Possible results/products those can be made:  Sketches, photos, interviews, wall newspaper, the answers of research, presentation, publish information on blog;
8. Basic materials those are necessary for this project: paper, pen, computer, Internet, Dictaphone, projector, accompanying literature;
9. Course of the project (basic activities):  After choosing the theme and idea, I will give students concrete expression about the purpose and problem of the project. They will separate into small groups. The first group will work on the issue: “What was the significance of Europe for our country and how did they search the way towards Europe.”   The students will represent the materials they found with the presentation made in MS PowerPoint. The second group will learn Sulkhan-Saba Orbeliani as envoy in Europe from Georgia, they will discuss about  Sulkhan-saba’s  political choice and will try to estimate him. They will represent the materials they found with verbal presentation. The third group will learn the modern works of art created on this subject. They will observe the common problems in the writings of different  epoch, they will also clear up which problem remained actual in later epochs from ones existed in Sulkhan-Saba’s period. They will represent their materials in writing and will prepare  the presentation “Georgia and Europe” . The fourth group will collect photos with the use of social networks, they’ll question of the same age and find out their opinions about this subject. They will represent their materials with the presentation made in MS PowerPoint. The main object of observation and analysis during estimation will be: Find out and organize information, verbal presentation, discussion, written work, ability for presentation.
10. Connection with subjects/group of subjects/ National Curriculum:
 Geo.X
1.  The student can take part in class and school discussion;
Geo.
X.2.  The student can comply with rules of conduct and also apply  an adequate
         tactics during discussion;
Geo.
X.4. The student can analyze and estimate the verbal presentation of his (her)  classmates;
Geo.
X.6. The student can analyze different kind of texts with the aspect of  organization;
Geo.
X.8. The student can read works of art of different genre and  also publicistic works and can express his (her) own dependence towards them;
Geo.
X.11. The student can write composition for different purpose and for various audience;
Geo.
X.13. The student can write essay according to the different sources;
11. The leader of the project (teacher) : Rusudan Gonashvili
12. Leader’s  Email :  rusagonashvili@hotmail.com
13. The web-page of the project/Blog : http://gzaevropisken.blogspot.com/