მას შემგეგ, რაც თურქებმა დაიპყრეს კონსტანტინოპოლი 1453 წელს, რომელიც იმ პერიდოდში ერთმანეთს აკავშიირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთის დამაკავშირებელ სავაჭრო გზებს. მეტად მძიმე შედეგები დაუტოვა საქართველოს, რადგან ის იყო საქართველოს ქრისტიანი მეზობელი სახელმწიფო და დახმარებას უწევდა ქართველებს. ბიზანტიის იმპეიის განადგურების შემდეგ კი, საქართველო ისლამურ რკალში აღმოჩნდა. უკიდურესად შემცირდა ქრისტიანულ ევროპასთან კონტაქტების საშუალება. ოსმალებმა მთლიანად დაიპყრეს შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნები და ის ოსმალეთის ყმად იქცა.
ეს ყველაფერი საქართველოშიც და ევროპაშიც კარგად ესმოდათ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ოსმალები, ამიტომ რომის პაპმა პრუს II-ემ ოსმალების წინააღმდეგ დახმარება საქართველოსაც შესთვაზა, რადგან ოსმალები ევროპასაც ემუქრებოდნენ. ამ მიზნით პაპმა თავისი ლეგატი ლუდოვიკო ბოლნიელი მოავლინა საქართველოში, მეფე გიორგი მე-VIII-ემ საპასუხოდ ელჩობა გააგზავნა ევროპაში პაპთან და ბურგუნდიის ჰერცოგთან მეგობრობას ლუდოვიკო ბოლინელი უწევდა. თუმცა დიდი მცდელობისა, ქართულ-ევროპული ალანსი ვერ შედგა.
იყო ასევევ სხვა მცდელობები ევროპასთან დასაკავშირებლად. ქართველი მეფეები მუსლიმი მეზობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ფიქრობდნენ ევროპის დახმარებას.
ამ კუთხით გამოირჩევა მეფე ვახტანგ VI-ის მეფობა და მისი მრჩევლის - სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა. ვახტანგის დავალებით ს.ს ორბელიანი ევროპაში გაემართა 1714 წელს. სულხან-საბა ლუი მე-14-ემ მიიღო ვერსალში. საბას განცხადებით,
ქართველები მზად იყვნენ, მიეღოთ კათალიკობა, თუ კი ევროპა მათ დაიცავდა მუსლიმი მეზობლებისაგან. ასევე ს.ს ორბელიანი რომში ჩავიდა პაპ კლემენტ მე-11-სთან. თუმცა ს.ს ორბელიანის მისიის მიზანი ევროპის პოლიტიკური პროტექტორაქტის მფარველობის მოპოვება ვერ შედგა, რადგან ევროპას ირანისა და ოსმალეთის ბაზრები აინტერესებდა და პატარა ქრისტიანული საქართველოს მხარდაჭერა, თუნდაც კათოლიკობის მიღების შემთხვევაში, არ იყო მათთვის მისაღები. მიუხედავად ამ სირთულეების, ორბელიანის ევროპული მოგზაურობა მაინც წარმატებულად შეუძლება ჩაითვალოს. ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო კათაოლიკ მისიონერთა ჯგუფი. საქართველოში მათი საქმიანობისთვის საფრანგეთის სამეფო კარმა ყოველწლიურად თანხის გამოყოფაც იკისრა, მაგრამ ლუი მე-14-ის გარდაცვალების შემდეგ, 1741 წელს, გეგმები შეიცვალა და საფრანგეთმა თავი აარიდა ურთიერთობის გართულებას ოსმალეთთან.
0 коммент.:
Отправить комментарий