ოდითგანვე საქართველო,
მუსლიმან მეზობლებს შორის მოქცეული, გაუთავებელი ომების ასპარეზი იყო.
მშვიდობის და აღმშენებლობის პერიოდს მალევე ცვლიდა ნგრევის, ქვეყნის აწიოკების
წლები. ქრისტაინობის დაკარგვა
ქართველობის დაკარგვას ნიშნავდა, გამაჰმადიანება კი - გალეკებას, გათათრებას. ასეთ
პირობებში მოუწია მოღვაწეობა ვახტანგ მეექვსეს. ქართლის მეფედ დამტკიცების
პირობად კი ირანის ხელისუფლება მას
გამაჰმადიანებას სთხოვდა. ვახტანგი კატეგორიულ უარზე იყო. მას ირანში დარჩენა ან
უფრო მძიმე სასჯელი ემუქრებოდა.
ქართლს პატრონი სჭირდებოდა. ვახტანგი ეძებდა საშუალებას, რითაც
აიძულებდა ან დაიყოლიებდა სპარსეთის ხელისუფლებას მიეკუთვნებინათ ქრისტიანი
ბატონიშვილისთვის ქრისტიანული ქვეყანა
,,რჯულშეუცვლელად“, ასეთ საშუალებად ვახტანგის თანამოაზრენი დასავლეთ ევროპის
დახმარებას მიიჩნევდენენ.
ქვეყნის გათავისუფლების
საქმეში გარეშე ძალის გამოყენების საკითხს ქართველი პატრიოტები ადრევე
გეგმავდნენ. ორი შესაძლო ვარიანტიდან- რუსეთი და ევროპა ამოირჩიეს, რადგან
ქართველთა მოლოდინი რუსეთმა რამდენჯერმე ვერ გაამართლა, ახლაც დასუსტებული
იყო და მისი დახმარება მხოლოდ მორალური
მხარდაჭერით შეიძლებოდა შემოფარგლულიყო. ევროპას კი იმხანად მაღალი ავტორიტეტი
ჰქონდა ირანის და ოსმალეთის კარზე.
ქართლის მესვეურთათვის ცნობილი იყო მაშინდელი ევროპის სახელმწიფოთა
დაინტერესება შავსა და კასპიის ზღვებს შორის სავაჭრო გზის ამოქმედებით და
შესაბამისად საქართველო
ევროპას ელჩი სჭირდებოდა გასწავლული და ქვეყნის ერთგული. ასეთი კაცი
სულხან-საბა ორბელიანი იყო.
სულხან-საბა ვახტანგის აღმზრდელი იყო. თავად სამეფო კარზე აღზრდილი.
მუდამ მეფე-ბატონიშვილთა ერთგული იყო. მთელი თავისი ცხოვრება და საქმიანობა მან
ქართლის კეთილდღეობისთვის ბრძოლას შეალია.
ამიტომაც გასაკვირი არც იყო, რომ ევროპის დესპანად ის შეარჩიეს. მისი ელჩობა
გასაიდუმლოებული იყო. თავი ისე ეჭირათ, ვითომ თავისი ინიციატივით აკეთებდა ამას.
საქართველოს დესპანმა მოახერხა საფრანგეთის დიდ ხელმწიფესთან, ლუი მეთოთხმეტესთან
შეხვედრა, იქამდე კი წერილობით სთხოვდა დახმარებას კარდინალს და პაპს.
სამწუხაროდ, ელჩობამ შედეგი ვერ გამოიღო. ქართლი საფრანგეთისთვის
ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სპარსთთან და თურქეთთან სიახლოვე სჭირდებოდა მაშინ
საფრანგეთის მეფეს. საქართველოს დახსნის ,,ევროპულმა გზამ“ ვერ გაამართლა.
რამდენიმე წელიწადში
მომძლავრებულმა ვახტანგ მეფემ ელჩობა რუსეთში პეტრე პირველთან გააგზავნა. შედეგი
არც ამ ცდას ჰქონდა.
რამდენიმე საუკუნე გავიდა მას შემდეგ.
დღესაც ისმის კითხვა: რუსეთი თუ ევროპა? საქართველო დღესაც ვერ ახერხებს
დამოუკიდებლად გაძლიერებას.
ჩვენი აზრით, რუსეთსაც და ევროპასაც საქართველო იმდენად აინტერესებთ,
რამდენადაც ეს მათ გამოადგებათ. ჩვენ კი ვცდილობთ, რომელიმე მათგანის ინტერესი
ჩვენთვის გამოვიყენოთ, თანაც ისე, რომ მეორეს არ ვაწყენინოთ. ყველაზე კარგი
იქნებოდა, საქართველომ სხვების დახმარების გარეშე იცხოვროს, ეს კი ჯერ-ჯერობით არ
გამოგვდის, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობის გამო. დღეს რა გვიზიდავს ევროპისკენ?
ცხოვრების მაღალი დონე, კეთილმოწყობილი ქალაქები, სოფლები და განათლების ცენტრები.
რუსეთისკენ გული მართლმადიდებლობის და ახლო მეზობლობის გამო მიგვიწევს.
ვფიქრობთ, რომ ორივე მიმართულებას ერთნაირად ჰყავს მომხრეებიც და
მოწინააღმდეგებიც. ვნახოთ, საით წაგვიყვანს მომავალი!.
0 коммент.:
Отправить комментарий