ის ფაქტი, რომ საქართველო დღეს ევროსაბჭოს წევრია, მათი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის, ჩვენი წინაპრების სულხან-საბას და მისი აღზრდილი მეფის ვახტანგ VI-ის ევროპული არჩევანის ერთგვარი გაგრძელება და შედეგიც არის.
თავისი ევროპული მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანმა დაწვრილებით აღწერა დღიურების სახით, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. დღიურების პირველი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეული ტექსტი საფრანგეთიდან იტალიაში გადასვლით იწყება.
ამ პროექტით შევეცადეთ, კიდევ ერთხელ გაგვევლო საბასეული გზა და დაგვენახა ევროპა ჩვენი თვალით, გაგვეანალიზებინა ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია, წარმოგვეჩუნა ამ არჩევანის ისტორიული ფესვები, ერთი მხრივ, და მისი მნიშვნელობა და აქტუალობა, მეორე მხრივ.
0 коммент.:
Отправить комментарий