მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა პროექტი სულხან-საბა ორბელიანის და ევროპის შესახებ. პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი რუსუდან გონაშვილი.
ჩვენ შევისწავლეთ სულხან-საბა ორბელიანის მოთხრობა „მოგზაურობა ევროპაში“. ამ მოთხრობაში ჩანდა, როგორ ეძებდა გზას ევროპისკენ ქართველი ერი, რის შემდეგაც ჩვენმა პედაგოგმა რუსუდან გონაშვილმა დაგვყო სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს გვქონდა ინდივიდუალური სამუშაო. ჩვენი ჯგუფის თემა იყო უძველესი დროიდან საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან. ჩვენ უამრავი შრომა ჩავდეთ ამ თემაზე მუშაობაში. გამოვკითხეთ ადამიანები, მოვიძიეთ ინფორმაციები ინტერნეტიდან, დავამატეთ ჩვენი მოსაზრებები.
ჩვენი მიზანი იყო ტექსტზე დამოუკიდებლად მუშაობის სწავლა, მსჯელობისა და დასკვნის უნარ-ჩვევების განვითარება.
0 коммент.:
Отправить комментарий