ამ პროექტის შედეგები ჩვენთვის მრავლისმომცველი აღმოჩნდა. პირველ რიგში, ბევრი რამ ვისწავლეთ და გავიგეთ. რთულიც იყო, რადგან არ გვქონდა საკმარისი ინფორმაცია ამ თემის შესახებ, მაგრამ საერთო ჯამში, არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა. ამას ხელი შეუწყო მასწავლებელთან თანამშრომლობამ. ამასთანავე ჩვენ ვისწავლეთ და გავიგეთ ბევრი
რამ და შევიძინეთ შედარებითი ანალიზის უნარი და დასკვნების გაკეთების უნარი. თავიდან გაგვიჭირდა ჯგუფური, შეთანხმებული მუშაობა, მაგრამ შემდეგ ყველაფერზე შევთანხმდით და შევჯერდით, გავინაწილეთ დვალებები, რამაც გაგვიადვილა მუშაობა და უფრო მეტი ხალისით ჩავერთეთ საპროექტო მუშაობაში. ეს ჩვენი პირველი მცდელობა იყო პროექტზე მუშაობის და ძალიან მოგვეწონა, ასე უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ საკვლევ თემაზე, უფრო კარგად აღვიქვით ის პრობლემა, რომელიც უკვე საუკუნეებია აწუხებს საქართველოს, გავიაზრეთ სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობის მნიშვნელობა, ჩამოვაყალიბეთ ჩვენეული ვარაუდები და დასკვნები. კიდევ ბევრ პროექტში მივიღებდით მონაწილეობას დიდი სიამოვნებით, მართლაც დიდი გამოცდილება შეგვძინა ამგვარმა მუშაობამ.
რატომ ევროპა?
ევროპული კულტურა გვასწავლის, როგორ ავაშენოთ და როგორ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, როგორ ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებას კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების უფლებას არ მისცემს. ის გვასწავლის, როგორ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ შევქმნათ საკუთარი და არ გავიქცეთ სხვაგან ისე, როგორც ახლა გავრბივართ, როგორც ახლა ვოცნებობთ, სხვის აშენებულში კომფორტულად ცხოვრებაზე და საკუთარის განვითარებაში წვლილის შეტანასაც კი არ ვივლებთ გულში.
რატომ გვინდა ვიზის ლიბერალიზაცია? იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა მოგვცემს საშუალებას, ბოლოსდაბოლოს ვნახოთ რა არის ევროპა. ვნახოთ, როგორია გამწვანებული ქალაქები, მოწესრიგებული მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უსაფრთხო პროდუქტი, კეთილგანწყობილი ხალხი.. ვნახოთ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ არ მთავრდება, რომ შეიძლება, მოხუცს ფერადი ტანსაცმელი ეცვას და საღამოობით სალსას ცეკვავდეს. ვნახოთ იმიტომ, რომ უკან დაბრუნებულებს ჩვენც მოგვინდეს, მსგავსი გარემოს შექმნა და გვქონდეს არა ბიოლოგიურ, არამედ, მენტალურ საწყისებზე დაფუძნებული თავისუფლების ქონის სურვილი.
აი, რატომ ევროპა!
აი, რატომ ევროპა!
0 коммент.:
Отправить комментарий